თბილისის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე რამდენიმე წუთით დასასწრებად შევიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და თბილისის მთავრობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
როგორც სხდომის დატოვების შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერისგან ვერცერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მერიასთან თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებებზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. იქ იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის “ წევრები და მათი მხარდამჭერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები