„ფინსერვისი XXI“, რომელსაც ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფინსერვისი XXI“, რომელსაც ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიას ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი გადაეცა, სანაცვლოდ კი 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე რამოდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
”შპს „ფინსერვისი XXI“-მა (ს/კ 205030214) მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. წითელი ხაზების კორექტირების თხოვნით, რომლის თანახმად, აღმოიფხვრა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და ფართობების უცვლელად განხორციელდა ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს „ფინსერვისი XXI“-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. თავის მხრივ, ბოტანიკურმა ბაღმა შპს „ფინსერვისი XXI“-ს გადასცა ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი.
შპს „ფინსერვისი XXI“-ს ქმედებით კანონი არათუ დარღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტ ირაკლი აბესაძისათვის, ვინც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები