დავით საყვარელიძე უკრაინაში ახალ პარტიას ქმნის

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინაში, მომავალ კვირას, პარტიის შექმნას აანონსებს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ეს განცხადება დავით საყვარელიძემ კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში ლექციაზე საუბრისას გააკეთა.
საყვარელიძის თქმით, პარტიაში გაწევრიანდება ყველა ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანი.
„ამ დღეებში ყველაფერი გაჟღერდება. პარტიაში შევა ყველა ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უნდა“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
დავით საყვარელიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიაში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც გაწევრიანდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები