თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარი ფართის გასხვისებას აპროტესტებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ თავმჯდომარის, ბესო შენგელიას თქმით, ისინი თბილისის მერისგან მოითხოვენ, შეწყდეს 4 ჰექტარი ფართის გასხვისება, ასევე შეწყდეს აუქციონი, რომელიც 3 მაისს უნდა გაიმართოს და ბოტანიკური ბაღი დარჩეს იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ის დღეს იმყოფება.
აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იმყოფებიან.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები