რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს ახალი მანქანები გადაეცა

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატება.
როგორც ”კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებულ ავტომობილებს ხვალ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაათვალიერებს.
სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება.
20 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა რაიონულ სამსახურებს საჭიროების მიხედვით გადაეცემა. რეგიონული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრს 180 საშუალო და მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014 წელს გადაეცა. 20 ახალი სპეცმანქანის დამატების შედეგად, ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები