მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავას ოჯახს 15 000 ლარი გირაოს თანხა დაუბრუნდა

ირაკლი ფირცხალავას ოჯახს 15 000 ლარი გირაოს თანხა დაუბრუნდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას მოთხოვნა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ნინო ხვიტიას განცხადებით, ირაკლი ფირცხალავას კორტების საქმეზე 12 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა და რობაქიძის საქმეზე შეფარდებული გირაო აღკვეთის მიზნებს აღარ ემსახურებოოდა. პროკურორი ხვიტიას მოთხოვნას არ დაეთანხმა. რამაც ფირცხალავას პროტესტი გამოიწვია.
“გოშაძე და ყუფარაძე მე დავაკავე. ისინი გაუშვეს, მე დამიჭირეს. ჩემს ოჯახს არასდროს არავისთვის ქონება არ წაურთმევია. ფინანსური საშუალება არ აქვს და ოჯახს სჭირდება თანხა. გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი მეუღლის შუამდგომლობა, დაუბრუნოთ თანხა. ჩემმა მეუღლემ როგორ უნდა უზრუნველყოს ჩემი სასამართლოში გამოცხადება. მიეცით გირაოს ფული და შემიცვალეთ აღკვეთის ღონისძიება გირაო დაპატიმრებით”, – განაცხადა ფირცხალავამ.
სასამართლო დარბაზში პროკურატურის მოწმე შოთა ჯაფარიძე იკითხება, რომელიც 2004 წელს დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები