ირაკლი ლექვინაძე: ჩვენ არ ჩავერთვებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ შოუებში

„ჩვენ არ ჩავერთვებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ შოუებში იმ ფორმით, რასაც ისინი გვთავაზობენ“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ვიცე – მერმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეების ყურადღება სჭირდება და ახალ შოუებს დგამს.
„ძალიან კარგად მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ახლოვდება და დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებს სჭირდებათ მეტი ამომრჩეველი და რომ მეტად მიიპყრონ მოქალაქეების ყურადღება, ამიტომ ისინი ყველაფერზე მიდიან. თუ ნახეთ კადრები, როგორ ესაუბრებიან ისინი ბოტანიკური ბაღის დირექტორს, რა სიტყვებით, რა ჟესტიკულაციით, მე მგონი, ეს მისაღები არ არის. ამ ყველაფრის საპასუხოდ ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები და მაქსიმალურად ვისაუბრებთ იმაზე, რაც რეალურია, რაც სწორია და რაც შეიძლება გაკეთდეს. ასეთ შოუებში ჩვენ არ ჩავერთვებით იმ ფორმით, რასაც ისინი გვთავაზობენ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები