რუსეთის „პირველმა არხმა“ თბილისში გამართულ ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადაზე სიუჟეტი მოამზადა (ვიდეო)

სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს ქვეყნებიდან თბილისში შეიკრიბნენ, რათა თავიანთი გამოგონებები წარმოადგინონ და მომავალში ეს პროექტები განახორციელონ.
ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადაზე რუსეთის „პირველმა არხმა“ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. 300-მდე მონაწილე სხვადასხვა სფეროში – ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინჟინერიაში და ინფორმატიკაში შეეჯიბრა ერთმანეთს. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს დედაქალაქში უკვე მეათედ ტარდება. ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს სკოლის მოსწავლეებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან.
ახალგაზრდა ავტორები პოტენციურ ინვესტორებსაც ხვდებიან.
ორგანიზატორები ახალგაზრდა მეცნიერებს ჰპირდებიან, რომ გამოგონებებს დააპატენტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები