მოულოდნელი არჩევანი, რომელიც პროფესიად იქცა…

„ეს ჩემი მეორე ტკივილია… ჯგუფის გაკეთების ოცნება სულ მქონდა…“ – ყველამ იცის ტელე-წამყვანის, ჟურნალისტის ლევან ჯავახიშვილის მუსიკალური შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ჟურნალისტიკაშია, ბავშვობაში სულ სხვა მიზნები ჰქონდა. რა მოსწონს საკუთარ პროფესიაში და რა არის არაკომფორტული წამყვანისთვის ამას ჩვენი პერსონა მოგვიყვება…13081618_1281503985211540_331322606_n
მე განვეკუთნები იმ თაობას, რომელიც რეალურად პროფესიას თვითონ არ ირჩევდა და ირჩევდნენ მშობლები. თუმცა ჩემში გარკვეულწილად რევოლუციური ძვრები მაინც მოხდა. მამზადებდნენ დიპლომატის კარიერისთვის, უნდა ჩამებარებინა საერთაშორისო სამართალზე და ბოლო ორ თვეში, გადავწყვიტე და ჩავაბარე ტელე-ვიდეო რეჟისურაზე. ტექნიკურ უნივერსიტეტს ყავდა და დღემდე არსებობს თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“, იმდენად დიდი იყო ჩემში მსახიობობის სურვილი, რომ გადავწყვიტე ამ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. თუმცა ისე გამოვიდა, რომ სამსახიობო კარიერა არ აეწყო, მაგრამ ტელევიზიაში ვარ დღემდე…

მუსიკა13059780_1281503741878231_1978813968_n

ეს ჩემი მეორე ტკივილია… ჯგუფის გაკეთების ოცნება სულ მქონდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. ყოველშემთხვევაში მაშინ ასე იყო, ხელოვანი ადამიანი თავს, თავის საქმით ვერ ირჩენდა. გავიხსენებ ბაჩი ქიტიაშვილს, მას რომ საზღვარგარეთ ეცხოვრა არანაირი პრობლემა ექნებოდა. როცა გარდაიცვალა მაშინ გაგვახსენდა… და არ მხოლოდ ბაჩიზე მაქვს საუბარი…

შენ და შენი ძმა ერთად მღეროდით?

სიმღერა ალბათ გენეტიკურია, რადგან დედა არაჩვეულებრივად მღერის და მამაც. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ ჩემს და ჩემი ძმის შემთხვევაში სმენაც და ხმაც ორივე ადგილზეა.  „მართვეში“, რომ ვმღეროდი, დედას ჩემი ძმა მოყვდა ხოლმე და ჩემს რეპეტიციებს ესწრებოდნენ. მერე ისე მოხდა, რომ ჩემმა ძმამ სიმღერით დაიწყო ლაპარაკი. ახლა მე თუ ვმღერი მეგობრების წრეში და ასევე იყო პროექტი „ორი ვარსკვლავი“. ფინალამდე მივედი და მიხარია, რომ მაყურებლის სიყვარული დავიმსახურე.

რამდენად რთული იყო შენი პირველი ნაბიჯები ტელევიზიაშ13084231_1281504325211506_1889289498_n

საერთოდ არ ვგეგმავდი ტელევიზიაში მუშაობას. დაახლოებით 1999 წელი იყო, ჩემმა ლეგენდარულმა ბებიამ ცისანა ქოჩეჩაშვილმა დამირეკა და მითხრა, ტელევიზიაში მინდა რომ მოხვიდე და ერთ ადამიანს უნდა შეგახვედროო.  შემახვედრა ილო კევლიშვილს, რომელმაც პირდაპირ დამავლო ხელი და შემიყვანა ზაზა შენგელიასთან. ზაზამ რამდენიმე კითხვა დამისვა. ზოგადად პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩემი დამოკიდებულება მქონდა და ბუნებრივია მაქვს. ამან რაღაცნაირად წინ წამწია. ზაზამ მითხრა, რომ ახალ „მოამბეს“ ვიწყებთო. გაკეთდა სამ წამყვანიანი „მოამბე“. ერთი ჯგუფი ვიყავით ნინო დარასელი, მე და დათო მინაშვილი, მეორე ჯგუფი კი გოგი ახალკაცი, ეკა გაბაშვილი და ლაშა დვალიშვილი. შემდეგ შეიცვალა და გოგის მაგივრად ზალიკო იყო და დარასელის  ნაცვლად სოფო მოსიზე.

ასე დაიწყო სატელევიზიო კარიერა. თავიდან ცოტა ზედაპირულდ ვუყურებდი, მაშინ  კულტურის ხუთწუთიანი ბლოკი მიმყავდა. თუმცა ძალიან ბევრი ვისწავლე, იგივე დარსოსგან, სოფოსგან . ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის ზენონ კაციასთან ურთიერთობა, გენიალური პიროვნება იყო. ასევე დათო ნაკაიძესგან, ზაზა შენგელიასგან ნატო ონიანისგან. 2002 წელს აღმოვაჩინე, რომ იხსნებოდა ახალი ტელევიზია „იმედი“. საინფორმაციოსკენ მიმიწევდა გული. მივედი, მაშინდელ საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ზვიად ქორიძესთან.გავესაუბრე ბიძინა ბარათაშვილსაც და ასე დაიწყო იმედის კარიერა.

სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის გამოცდილების მიუხედავად, დღემდე იმედთან ასოცირდები…

მიზიდავდა სამხედრო ჟურნალისტიკა, კონფლიქტები და ა.შ. ეთერში დაჯდომის საშუალება კი რეალურად გიორგი თარგამაძემ მომცა. 2009-ში ისევ ვმუშაობდი პირველ არხზე, მაგრამ მაინც დღემე ასოციაცია „იმედთან“ არის. ვფიქრობ სულ სხვა სფეროშიც რომ გადავიდე მაინც ასე იქნება. არ ვიცი რატომ არის ასე და რამ ითამაშა ამაში მთავარი როლი, ალბათ მაინც იმ უბედურმა 7 ნოემბერმა. ეს დღე რაღაცნაირად ჩაიბეჭდა ნებისმიერი ჩვენგანის ტვინში და ვფიქრობ მაყურებელის გულებშიც…

მთავარი წამყვანისთვის…13081910_1281503715211567_645686044_n

უპირველეს ყოვლისა ეს არის განათლება. არავის უნდა მიბაძო და ზოგადად ჟურნალისტიკაში არის მთავარი, რითაც ჟურნალისტი ფასობს ესაა -საინტერესო ფრაზების მიგნებით. მაყურებელს  საინტერესოდ უნდა მოუყვე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგრძნობინო, რომ ის მოლაპარაკე თავს უყურებს. უნდა გაითავისო ყოველი სიტყვა, რაც ტექსტშია და უნდა იყო გარკვეული რაზეც ელაპარაკები. თორემ კითხვა ყველას შეუძლია…

რა არის კომფორტული და რა არაკომფორტული როცა მიგყავს საინფორმაციო

არაკომფორტულია, როდესაც ეთერში ზიხარ და მაგალითად მიწისძვრაა, ყოფილა ასეთი შემთხვევა, პირველ არხზე. გაუთვალისწინებელი შემტხვევები ნამდვილად არაკომფორულია, მაგალითად როდესაც რესპოდენტი არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ მოსაზრებაზე და უბრალოდ ლაპარაკობს. ამ დროს შენ უნდა მართო სიტუაცია და სადავეები არ უნდა გაგექცეს.

ბუნებრივია ტექნოლოგიური წინსვლა და პროგრესი კომფორტს ხელს უწყობს.  სუფლიორი მაყურებელთან ფარდის მომენტს არ მიქმნის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც სუფლიორზე მიჯაჭვული იყო. ის უფრო უნდა ეხმარებოდეს წამყვანს აზრობრივად. რაც მას აქვს ნააზრევი და დაწერილი.

რა მოგწონს შენს პროფესიაში13045436_1281504048544867_2121133813_n

მინდა ავღნიშნო, რომ რეპორტიორობას უფრო პატივს ვცემ, ვიდრე  წამყვანობას. რეპორტიორი ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრშია, რაც ჩემი აზრით უფრო საინტერესოა. განსაკუთრებით რეპორტიორი, რომელიც მუშაობს ცხელ წერტილებში. დღეს, მადლობა ღმერთს მართლა არიან ასეთი ჟურნალისტები სხვადასხვა არხებზე, რომლებიც ძალიან მაგრად მუშაობენ ცხელ წერტილებში.

ახალი პროექტი

ახალი პროექტი ეს არის „იმედის დრო“, რომელიც ჩემი 13090566_1281504481878157_899617503_nაზრით ახლა ტელე-ჟურნალია. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ფორმატია და რაღაც მომენტში ასოციაცია პირადად ჩემთვის არის „დროებასთან“, იმიტომ რომ „დროებაში“ მიმუშავია, გამიკეთებია რამდენიმე სიუჟეტი. მახსოვს ის გუნდი, ის დამოკიდებულებები და ძალიან მაგარი პროიფესიონალიზმი რაც იმ პერიოდში იმედში იყო. ვფიქრობ რომ ეს პროექტიც ნელნელა განვითარდება, დავიხვეწებით და მაყურებლის ნდობას, სიყვარულს დავიმსახურებთ.

შენ და შენი მეუღლე ერთად მუშაობთ

გვქონია შემთხვევა, როცა მარიამი ერთვება და რა თქმა უნდა ძალიან ოფიციალურად მიმიმართავს: – პირდაპირ ეთერში გვერთვება მარიამ ოშხნელი. მერე ამაზე გვეცინება ყველას. სამსახურში აბსოლუტურად არ ვუდგებით ერთმანეთს როგორც ოჯახის წევრი, საქმიანი დამოკიდებულება გვაქვს ყოველშემთხვევაში იმ სტუდიაში ან იმ ოთახში სადაც გადაცემის დაგეგმვა ხდება. ვფიქრობ ეს აბსოლუტურად ჯანმრთელი დამოკიდებულებაა.

ოჯახი, როგორი მამა ხარ…

მყავს ოთხი შვილი. უფროსი ელენე, რომელიც 8 აგვისტოს 17 წლის ხდება.ვ15 წლის ალექსანდრე , 7 წლის დემეტრე და ანნა, რომელიც 9 თვისაა. როგორი მამა ვარ… მინდა გულახდილი ვიყო და ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ვერ ვარ ისეთი როგორიც უნდა ვიყო, ჩემი არანორმალური გრაფიკიდან გამომდინარე. დამოკიდებულება განსაკუთრებით უფროსებთან მეგობრული მაქვს. ელენესთვის და სანდროსთვის დიდი მეგობარი ვარ. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. თუმცა ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ.

რომელიმეს თუ მიდის შენი პროფესიისკენ

განსაკუთრებული ინტერესი არ აქვთ. ელენე წელს აბარებს და უნდა რომ გახდეს ფსიქოლოგი. მის არჩევანს მივესალმები. სიმართლე გითხრათ არ მინდა რომ ჯურნალისტიკით დაინტერესდნენ, ერთადერთი მიზეზის გამო – ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია…

სამომავლო გეგმები…

უახლოესი გეგმები არის, ის რომ „იმედის დრო“ გახდეს კიდევ უფრო მაგარი გადაცემა.  იყოს თუნდაც ისეთი პოპულარული როგორიც იყო „დროება“, „იმედის კვირა“ და ა.შ. ამავედროს გვინდა, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ვნახოთ როგორ გამოგვივა…
12969344_1266792820015990_1979236164_n
12987957_1281503941878211_731217060_n
13045442_1281504411878164_2049069558_n
13045656_1281504095211529_1357163670_n
13046071_1281503855211553_136554654_n
13046126_1281504471878158_1195666190_n
13046141_1281503931878212_1450669702_n
13046279_1281504458544826_1441478836_n

13046300_1281504191878186_1828082776_n
13059301_1281503761878229_1855279297_n
13059474_1281504011878204_522683321_n
13059868_1281504248544847_1323731648_n
13077245_1281504145211524_521766051_n
13077323_1281504281878177_71008033_n
13081639_1281504435211495_682079172_n
13081995_1281503881878217_291219315_n
13082104_1281504058544866_1926575450_n
13084096_1281503695211569_917234953_n
13084108_1281504341878171_1666124971_n
13090141_1281503955211543_896808246_n 

                                                                                                                                                  ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები