კომპანია „შარფმა“ მოლაპარაკე რობოტი-სმარტფონი გამოუშვა (ვიდეო)
იაპონურმა კომპანია „შარფმა“ ადამიანის მსგავსი მოლაპარაკე რობოტი-სმარტფონი გამოუშვა. Robohon-ის სიმაღლე 19,5 სანტიმეტრია, ხოლო წონა 390 გრამს შეადგენს და მას ხელოვნური ინტელექტი აქვს.
რობოტს შეუძლია ადამიანთან საუბარი, სიარული და ცეკვაც კი.
სმარტფონი თანდათანობით პატრონის თვისებებს იმახსოვრებს და შესაბამისად იქცევა. ასე, მაგალითად, რობოტს შეუძლია ამინდის პროგნოზის დადგენა და ადამიანისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, ასევე ის ეუბნება პატრონს, ვინ ურეკავს და დამოუკიდებლად ზოგიერთი შემავალი ზარის იგნორირებაც კი შეუძლია.
რობოტი-სმარტფონი ვიდეოკამერით, ხმის დინამიკით და მიკროფონით არის აჭღურვილი, რობოტის ზურგზე სენსორული, 320 -მეგაპიქსელიანი დისპლეია დამონტაჟებული.