ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებასთან დაკავშირებით დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მონასტერში წირვა საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აღავლინა.