დავით მათიკაშვილი – განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი უკვე ნათქვამია, უკვე არის ინფორმაცია საზოგადოებისთვის გადაცემული. ვინ ვინ და პარლამენტის წევრებმა, მითუმეტეს იმ ადამიანებმა, ვინც პროფილური კომიტეტის, განათლების კომიტეტის წევრები არიან, უნდა იცოდნენ კარგად, თუ რას ეხება განათლების რეფორმა. ის, რაც ინტერპელაციის წესით გაგზავნილი კითხვებიდან ჩვენ ამოვიკითხეთ და ვნახეთ, არის ერთადერთი რამ – პროვოკაციულად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. არადა, აბსოლუტურად საწინააღმდეგოსთან გვაქვს საქმე.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები