ირაკლი ზარქუა – 26 მაისის აქციაზე: ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა

“ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ 26 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იყო ლუსტრაცია, რომ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ხალხი არ გაჰყვება.

“ეს იყო ლუზერების მორიგი ლუსტრაცია. ეს იყო ლუსტრაცია, რომ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ხალხი არ გაჰყვება. გგონიათ, ოპოზიციას 5000-ზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს?! მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, სადაც ზონდერ მინისტრები, მთავარი მწვალებლის პლაკატით წინ რომ მიუძღვის, გვერდით ზონდერი გენპროკურორი, ბატონი გვარამია, ახლა რომ კეთილშობილების მანტია აქვს მოსხმული, ვისზეც იდგა სააკაშვილის რეჟიმი, ისინი რომ წინა პლანზე დადგებიან და მარშს მოაწყობენ, ჩერგო და მისი ქმარი რომ გახდებიან ამ აქციის სიმბოლოები, ბუნებრივია, მათი მხარდამჭერებიც არ გამოვლენ.
თვეზე მეტია, ემზადებიან, თანხები დახარჯეს, მობილიზება იყო, გარკვეული ჯგუფი შეცდომაში შეიყვანეს და მაინც, ვერ ასცდნენ. ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ ,გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა.
როდესაც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებ და იმით გამოხვალ მიტინგზე, არაფერი გაკავშირებს სამშობლოსთან, ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო მცდელობა, რომ გვარამიას, ჩერგოს და მათნაირ ხელმოცარულებს, ლუზერებს თავიანთი პატრონებისთვის ენახებინათ, აქ ვართ და გამოუშვით უფრო მეტი დაფინანსებაო და ესეც ჩაუვარდათ, პულსი არ ესინჯებათ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები