სააკაშვილის დაკითხვის თემაზე პროკურატურა ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს
“დღეს, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ შემდგომი ეტაპები რა იქნება სააკაშვილთან დაკავშირებით – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” განუცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები” მიმდინარეობს.
“დღეს, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა გეგმავს, ჩაატაროს ბრიფინგი, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ შემდგომი ეტაპები რა იქნება. გარდა იმისა, რომ არსებობს მოწმის დაკითხვა პროკურატურაში, არსებობს სხვა საშუალებები – მაგალითად, იგივე ვიდეოსაშუალებით დაკითხვა სასამართლოში, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ სტანდარტები და გადავედით ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის მეორე ეტაპი. შემდგომ უკვე ამასთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს პროკურატურ აგააკეთებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაბარებულია ერთდროულად 10 საქმესთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის თქმით, ეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა, რომ 10-ჯერ არ დაიბარეს.