„სხვანაირად არ შემიძლია – გავიგო ადამიანის ტკივილი და მის გვერდით არ დავდგე“

„ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია არა მარტო ხელოვნებასთან, არამედ ყველაფერთან, რითაც შევძლებ, რომ სარგებლობა, სიკეთე მოვუტანო ჩემს ქვეყანას და ხალხს, ყოველთვის მახსენდება, მაფხიზლებს, არ მაძლევს სიზარმაცის, მოდუნების საშუალებას ერის სულიერი მამის, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სიტყვები: „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,- აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?”
 ჩვენი „პერსონა“ დავით ყალიჩავაა. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების მთავარ საქმიანობად ერისთვის გაკეთებული კეთილი საქმე აირჩია. რა არის მთავარი სიკეთის საკეთებლად და როგორ ეხმარებიან ქართველი ემიგრანტები საქართველოში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას…

12992881_1274515439243728_1629299225_n

– როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი საქმიანობა დაკავშირებოდა ხელოვნებას?
– 2003-2007 წლებში ვმუშაობდი ტელეკომპანია „იმედში“. სწორედ ამ პერიოდში ჩემი თაოსნობით ტელეკომპანია  პირველი საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის – „წმინდა ანდრიას ჯვარის“  საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა. ასევე ბატონ მათე ტაკიძესთან და მის მეუღლესთან ერთად გვაქვს ფესტივალი „მემვიდრეობა“, მე გახლავართ ამ ფესტივალის სამხატვრო ფესტივალი.
– ფილმები…
– 1996 წლიდან დღემდე სტუდიის მიერ გადაღებულია 27 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. სტუდია მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლურ, პატრიოტულ, ზნეობრივ თემატიკებზე. ეროვნულ მართლმადიდებლური სტუდიაა. ჩვენი ფილმებიდან რამდენიმე საქართველოს ყველაზე დიდი კინოხელოვანების მიერ აღიარებულია ქართულ საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევრად.
უწმინდესმა და უნეტარესმა ჩვენს ფილმზე „მიწის სჯულზე“ ბრძანა, რომ „ეს ფილმი ყველა ქართულ ოჯახში უნდა შევიდეს და არა მარტო აქ, არამედ საქართველოში“. მეუფე თადეოზმა სტუდიის მიერ გადაღებულ ფილმებს „საქართველოს წმინდა მატეანეს გაგრძელება უწოდა“. მეუფე სპირიდონმა გვიწოდა: „თქვენ ხართ ეპოქალური სტუდია, ყოველთვის იმას იღებთ, რაც ყველაზე მტკივნეულია საქართველოში“.  სტუდიის ფილმების ხილვის შემდეგ ეს სიტყვები ეკუთვნის მამა თეოდორე გიგნაძეს: „ამ ფილმების ხილვის შემდეგ განსაკუთრებულად შემოდის გულში განცდა“.12987981_1274515469243725_1571218399_n
დეკანოზმა ლევან მათიაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს სტუდია ეწევა ყველაზე მძლავრ “.
გადავიდეთ დიდ კინოხელოვანებზე – რეზო ჩხეიძემ თქვა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იყო ფრაზა „ქართული კინოფენომენი“, და რომ ნახა „მიწის სჯული“, დღეს ითქმის სტუდია „გუთანზე“ მივიღე ის სიამოვნება, თითქოს ქართული ფილმი აღდგაო. ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა ბრძანა: „თქვენი ფილმები აუცილებლად უნდა ნახონ ახალგაზრდებმა, რომ ისწავლონ ქვეყნისა და ერის სიყვარული“. გია ჭუბაბრიამ თქვა: „ასეთი ფილმი საქართველოში გადაღებუილი მე არ მინახავს. ასეთი ეროვნული სურათი მე არ მინახავს. ამ ბიჭების გადაღებული ფილმების ყურება ცრემლების გარეშე შეუძლებელია“. გიგა ლორთქიფანიძე: „დიდი მადლობა ასეთი ამაღელვებელი ემოციური, საჭირბოროტო და დამაფიქრებელი ფილმების გადაღებისთვის“. მაგალითად, „მიწის სჯული“ კინემატოგრაფისტებმა ჩათვალეს ყველა დროის საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევრად. ეს ფილმი გადავიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმი ვაჩვენეთ საქართველოს ყველა რაიონში და ყველგან ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია. ფილმი ქართული ვაზის ფესვებზე, ერთადერთი ფილმია საქართველოში, რომელიც მოხვდა „დისქავერის“ მეორე კალათაში. ახლა რაზეც ვმუშაობთ, პირადად ჩემი სცენარია, ფილმს ჰქვია „ღვთისანი“, რომელიც არის უძლურებასა შინა მყოფ ადამიანებზე და მათ მომვლელებზე, იმ ადამიანებზე, ვისაც უშუალოდ უწევს მათთან ურთიერთობა. ასევე გვინდა, რომ გავაკეთოთ ფილმი და სცენარი იწერება ილია მართლის „საერთო ნიადაგის“ თეორიაზე, ეს არის უდიდესი თეორია, რომელსაც საერთოდ არ ვიყენებთ და რომ გამოვიყენებთ, ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილებები მოხდება საქართველოში.12969198_1274515535910385_1418984119_n
– საქმიანობა, პრიორიტეტები…
– საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება – ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს ერთობლივად სტუდია „გუთანს“ და ჩვენ. სულ ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამი წლის ვადით აირჩია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომრის მოადგილე. მე გახლავართ ამ საზოგადოების გამგეობის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. ჩვენი მოსვლიდან პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა მოწამეობრივად აღსრულებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სახლ-მუზეუმის აღსადგენად. მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ არცთუ ისე სახარბიელო მემკვიდრეობა დაგვხვდა ჩოხოსანთა საზოგადოებაში. ეს ჩვენი საერთო სენია -ქართველების გათიშულობა და დაქსაქსულობა. პირველი, ჩვენ რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ ჩოხოსანთა საზოგადოების გაერთიანება. „ფონდი გაამწვანე საქართველოში“ 2014 წლიდან 2015 წლამდე ვმოღვაწეობდი. დიდი მადლობა ჩვენს უტკბილეს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, ფონდის მესვეურთ: გიორგი სვანიძესა და გოჩა არონიშიძეს, რომ ჩემი იდეების მხარდაჭერითა და თანადგომით განახორციელეს ორი ფართ მაშტაბიანი გამწვანების პროექტი: სოფელ მარაბდაში, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში, სადაც დაკრძალულია 11 წმინდანი – ცხრა ძმა ხერხეულიძე დედასთან და დასთან ერთად და თბილისში, კინოსტუდიის ტერიტორიაზე, მართალი ლაზარეს სახელობის ტაძრის ეზოში ზეთისხილის ე.წ. გეთსემანიის ბაღის პროექტი, ხოლო მესამე პროექტი, რომლის გამწვანებასაც უფლის იმედითა და წყალობით განახორციელებს ფონდი, არის ფიროსმანის სიმბოლური საფლავი.12980467_1274515585910380_1470515908_n
– ქველმოქმედება…
– სხვანაირად არ შემიძლია – გავიგო ადამიანის ტკივილი და მის გვერდით არ დავდგე. ძალიან ხშირად ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მსაყვედურობენ, რომ უფრო ნაკლებ ყურადღებას ხშირად ვაქცევ ოჯახს, უფრო მეტ ყურადღებას – ჩემს ირგვლივ ტკივილი როცაა. კეთილი საქმე არა მარტო ადამიანის მატერიალური დახმარებაა, არამედ სულიერი, სიტყვიერი, ფიზიკური თანადგომა. ყოველთვის მახსენდება წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სიტყვები: „საქართველოში ოდითგანვე ერის სათნო კეთილი საქმეები ღარიბი ჯიბით კეთდებაო“. ნიუ-იორკის ემიგრანტებთან და კომპანია „ბარამთან“ ერთად განვახორციელეთ საქველმოქმედო პროექტი და დავეხმარეთ 87 სოციალურად დაუცველ ბებიას და ბაბუას. ასევე 2 ბავშვთა სახლს, წყალდიდობით დაზარალებულ სოციალურად დაუცველ 9 ოჯახს და კიდევ უამრავ ცალკეულ საკითხს. აღსანიშნავია ისიც, რომ ატლანტაში არის ოჯახი, რომელიც ყოველთვის მზად არის საქართველოში არსებულ ცალკეულ ტკივილს დახმარება გაუწიოს. ამ ოჯახისა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დახმარებით ახლა ვახორციელებთ პროექტს და მივდივართ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან, შემდეგ კი ძალიან მძიმე ავადმყოფთან, სამი შვილის დედასთან.12969381_1274515495910389_1204684535_n
– ოჯახი…
– ჩემი მეუღლე ლია მუსერიძე, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია. მე და ლია ვავსებთ ერთმანეთს, ლია ძალიან დაფიქრებული და გაწონასწორებულია. მე უფრო ემოციური ვარ. ლია არის „კავკასუს ონლაინის“ სერვისცენტრის ხელმძღვანელი. ზურიკო ყალიჩავა მეხმარება, სხვადასხვა საქმიანობაში ჩემს გვერდით არის. მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში. მე-9 არხზე პირდაპირი ჩართვების ინჟინერი იყო, შემდეგ – „რუსთავი 2“-ზე. ამჯამად არის ჩემს გვერდით და მეხმარება. მყავს ქალიშვილი – ბარბარე ყალიჩავა, მოსწავლეა და არაჩვეულებრივი ალექსანდრე, ტყუპისცალია, რომელიც არის ჩვენი ოჯახის საკუთარი მზე. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ყველაზე კარგი ადამიანი, ყველაზე მგრძნობიარე, ყველაზე თბილი და არაჩვეულებრივი შვილი. სამწუხაროდ, მას აქვს ძალიან დიდი პრობლემა, ესაა ბავშვთა ცერემბრალური დამბლის საკმაოდ მძიმე ფორმა. გონებრივად კარგი ბიჭია და ძალიან ლამაზი შვილია. ოჯახი არის ის, რომელიც მაძლიერებს. 16 წელია ეკლესიურად ვცხოვრობ,  ამ დროის განმავლობაში მქონდა დაცემები, მაგრამ ყოველთვის ამ დროს ჩემი ოჯახი, მეუღლე და ბავშვები მეხმარებიან.
– ჰობი…
– ვარ თანამედროვე პატარა პილიგრიმი. 2000 წლიდან მონასტრებში ფეხით დავდივარ. მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის ტაძრიდან 4-ჯერ ჩავედი  დავით გარეჯში.  87 კილომეტრია და მამა დავით გარეჯელმა თქვა: „ვინც სამჯერ ჩამოვა გარეჯში ფეხით, ეს იქნება იერუსალიმის ტოლფასი მადლი“. მე მინდა, რომ 7-ჯერ ჩავიდე…
– სპორტიც ახლოსაა თქვენს სამყაროსთან…12980589_1274515442577061_750668956_n
– საქართველოში არსებული ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. საქართველოში ძალისმიერი სპორტის სახეობები ყვავის. ძალიან ადვილად შეიძლება ამ სპორტის აღორძინება. ექვსი თვეა უკვე ამ ფედერაციაში ვარ. ამ დროის განმავლობაში სამი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე. ვაკეთებთ სტუდენტურ ლიგას და ამ ლიგის ჩამოყალიბებისთანავე  ავტომატურად ვხდებით მსოფლიოს ამერიკული ფედერაციის ოჯახის წევრები. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა ითამაშოს 2018 წლის მსოფლიო უნივერსიადაზე, რომელსაც აუცილებლად ავასრულებთ. ვფიქრობ, რაც უფრო განვითარდება სპორტი საქართველოში, მით მეტი ჯანმრთელი ახალგაზრდა გვეყოლება…

ნინო ჯაჯანიძე

13022241_1274515492577056_1995390095_n

12966590_1274515429243729_881074563_n

12980410_1274515532577052_1008379620_n

12980626_1274515392577066_1825784711_n

12988010_1274515465910392_2083785642_n

12988154_1274515435910395_772352540_n

12992210_1274515559243716_2056055592_n

12992282_1274515489243723_689196954_n

13020329_1274515485910390_308794726_n

13020360_1274515395910399_1395038090_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები