ზურაბ მანჯავიძე: საზოგადოება მზად არის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე სიმართლე შეიტყოს

ვუერთდები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სთხოვს ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილი ნება და საქმე პრეზიდენტის საიდუმლოებით დაღუპვასთან დაკავშირებით ბოლომდე მიიყვანოს, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ დღეს, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, საზოგადოება მზად არის, რომ სიმართლე შეიტყოს.
„რაც უნდა მტკივნეული იყოს, ყველაფერს ნამდვილი სახელი უნდა დავარქვათ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამას, ცხადია, მეც ვუერთდები. რაც მთავარია, ის განწყობა, რომ თუ სიმართლეს ვიტყვით, ადამიანები ამისთვის მზად არ იქნებიან, თითქოს იმიტომ, რომ აფეთქების შიშია, ასე არ არის. ადამიანები ნამდვილად მზად არიან და აუცილებლად უნდა ითქვას სიმართლე. აუცილებელია, რომ ამ საქმეში გარკვეულობა შევიტანოთ“,- განაცხადა მანჯავიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ, ზვიად გამსახურდიას შვილმა ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ მამის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი მასალა ჰქონდა, რისთვისაც მადლობას უხდიდა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები