ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ძალადობრივი დაჯგუფებაა, ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები
იმდენად ძალადობრივი დაჯგუფებაა, რომ არ ერიდებიან და ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები, ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კანონს დაემორჩილოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„კარგი ლუსტრაციაა იმის, რომ ეს ადამიანები პირდაპირ მოწოდებულები არიან იმისკენ, რომ კანონი არ კანონობდეს, რომ კანონმა არ იმუშაოს და ისინი არ იყვნენ კანონმორჩილები. რა დასავლური ქვეყნის მშენებლობაზეა მათი მხრიდან საუბარი, როდესაც კანონ დაუმორჩილებლობა იქცა მათ სახედ“, – აღნიშნა წილოსანმა.