“არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ გაუარესდეს ვითარება“

არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ აფეთქდეს და გაუარესდეს ვითარება, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ევროპას მასშტაბურ კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს“.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირს.
“არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ აფეთქდეს და გაუარესდეს ვითარება. პირიქით, თუ ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოქმედებენ ნატო და ევროკავშირი, ვხედავთ, რომ სადაც ისინი არიან, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. ასე, რომ, დაველოდოთ მოვლენებს, საქართველო თავის საშინაო დავალებებს ასრულებს როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მიმართულებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება, როგორც ნატოში და ევროკავშირში იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის მომტანი კავკასიაში”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები