„ცხოვრებას როგორც ააწყობ, ისეთი მუსიკა გექნება“ – როგორ მუსიკაში ცხოვრობს დავით ხოსიტაშვილი

„აკუსტიკურ გიტარას ჟღერადობისას თავისი ვიბრაცია აქვს. ამ დროს გულთან გაქვს ინსტრუმენტი, ვფიქრობ, ჩახუტებული გყავს და ისე გიწევს დაკვრა. ეს განსაკუთრებული ემოციაა…“ – რატომ აირჩია მუსიკოსმა დავით ხოსიტაშვილმა გიტარა და როგორ უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას სხვა პროფესიებს…

– როცა რომელიმე სამსახურზე არის საუბარი, შეიძლება არც იყოს ჩემი პროფილის ან სპეციფიკის, უარს 12899869_1253111078050831_851062525_nარასოდეს ვამბობ. შეიძლება თავიდან არ მოგვეჩვენოს საინტერესოდ, მაგრამ თავად ისეთი გარემო უნდა შექმნა და ისეთი ურთიერთობები გქონდეს სამსახურში, რომ ამის დამსახურებით მაინც შენი საკეთებელი გააკეთო და ისე გააკეთო, რომ მოგწონდეს შენი საქმე. ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასეა, წელიწად-ნახევარია რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში ხმის რეჟისორად ვარ. თეატრში არასოდეს მიმუშავია, საერთოდ, თეატრის სპეციფიკა უფრო განსხვავებულია, ვიდრე მუსიკალური ან ნებისმიერი სამსახური, სადაც ვმუშაობდი, მაგალითად რადიო… ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე სიტუაციას. დასი  ძალიან კარგი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, როგორც ერთი ოჯახი, ისე არიან და რაც მთავარია, თეატრის ხელმძღვანელი რეზო გაბრიაძე ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა დაჯდე და უყურო,  ბევრი რამ ისწავლო მისგან. მარტო ამისთვის ღირდა რეზო გაბრიაძის თეატრში მუშაობა.
– გასტროლი…12476352_1253111021384170_1173709770_n
– ახლა მოსკოვში ვართ. 4 სპექტაკლი წამოვიღეთ. ოთხივე რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში დაიდგა. ესენია: „რამონა“, „სტალინგრადის ბრძოლა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. მოსკოვში კიდევ ერთი კვირა დავრჩებით, შემდეგ 10 დღე სპექტაკლებს სანქტ-პეტერბურგში გავმართავთ.
– თეატრის გარდა აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას აგრძელებ…
– ჩემი საკუთარი სტუდია, სახელწოდებით „საავტორო სტუდია“ მაქვს. ვურთიერთობ ძალიან ბევრ მუსიკოსთან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ერთი ფრანგი ნაცნობი რომან ბრისონი დამიკავშირდა და მითხრა, ჩემი მეგობარი ჩამოდის საფრანგეთიდან და თუ საინტერესო იქნება შენთვის, იქნებ ერთობლივად რამე გააკეთოთო. მე, რა თქმა უნდა, მუსიკის დაკვრაზე უარს არასოდეს არავის ვეუბნები. მოვსინჯეთ და ქართული ელემენტებისა და ელექტრონული მუსიკის  საკმაოდ საინტერესო სინთეზი გამოვიდა – ემბიენთი, და კონცერტიც შედგა. სამწუხაროდ, გასტროლის გამო მონაწილეობა ვერ მივიღე. თუმცა ჩემი მეგობრები, ძალიან კარგი მუსიკოსები ჩემივე რეკომენდაციით უკრავდნენ და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა…12596209_1253111074717498_1167537899_n
– ფრანგულ თანამედროვე მუსიკაში ქართული ფოლკლორის ელემენტები…
– ნებისმიერი ფოლკლორის ნებისმიერი ინსტრუმენტი, ქართული იქნება ეს თუ სხვა ქვეყნის, ყოველთვის გამორჩეულ მრავალფეროვნებას სძენს ხოლმე მუსიკას, რადგან ფოლკლორული ინსტრუმენტი გაცილებით უფრო ღრმაა, უფრო საინტერესოა, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ჟღერადობა… 
– როდის დაინტერესდი მუსიკით…

– არ დავინტერესდი… წარმოდგენა არ მქონდა, საერთოდ, მუსიკა რა იყო და გიტარას როგორი ხმა ჰქონდა. 5 წლის ვიყავი, როცა მუსიკაზე შემიყვანეს და ასე ნელ-ნელა დავიწყე მეცადინეობა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ხშირად მეცადინეობის სურვილი არ მქონდა, იმიტომ რომ ყველა ბავშვს ეზოში თამაში სურს. ნაწილობრივ ძალდატანებით, ნაწილობრივ მე თვითონაც მომწონდა რაღაცები და ასე მივაღწიე იქამდე, რომ ათწლედი დავამთავრე. შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა…
– რატომ აირჩიე ეს ინსტრუმენტი?12476191_1253111064717499_1198164487_n
– როგორც აღვნიშნე, მე არ ამირჩევია. ეს ბიძაჩემის სურვილი იყო. წამიყვანა თავის ყოფილ მასწავლებელთან და სწავლა კლასიკური გიტარით დავიწყე. შემდეგ სურვილი გამიჩნდა, სხვა ინსტრუმენტიც შემესწავლა და ეს იყო ელექტროგიტარა. ელექტროგიტარა არ არის იგივე ინსტრუმენტი, სრულიად სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ექვსი სიმი და იგივე წყობა აქვს, სულ სხვა სპეციფიკაა და მასზე ბევრი რამ განსხვავებულად უნდა დაუკრა. ნელ-ნელა ისიც ვისწავლე, მერე სხვადასხვა ანსამბლში მომიწია ყოფნა. თუმცა ჩემი ინსტრუმენტი 80-90 პროცენტით დღეს მაინც  ნეილონის გიტარა დარჩა. მისი ჟღერადობა გაცილებით უფრო მომწო, ვიდრე ელექტროგიტარის. ხშირად ჩანაწერებში და სხვადასხვა პროექტში ვიყენებ ელექტროგიტარას და ლითონის სიმებიან აკუსტიკურ გიტარას.
– გიტარა – მუსიკა, რომელსაც ფიზიკურად გრძნობ…12067139_1253111068050832_1728254111_n
– აკუსტიკურ გიტარას, ნებისმიერი სხვა ხის ინსტრუმენტის მსგავსად, როდესაც მასზე სიმი ჟღერს, ჟღერადობისას თავისი ვიბრაცია, ერთგვარი რეზონანსი აქვს. დაკვრისას ინსტრუმენტი ტანზე მიდებულია და  ვიბრირებს. ეს ვიბრაცია, რა თქმა უნდა, მთელ სხეულზე მოქმედებს, მაგალითად – გულზე, გულთან გაქვს ინსტრუმენტი, მე ვფიქრობ, ჩახუტებული გყავს და ისე გიწევს დაკვრა. ეს განსაკუთრებული ემოციაა… მით უმეტეს, ნეილონის სიმებზე დაკვრისას, მას განსაკუთრებული ბგერა სჭირდება. ერთი ბგერის მისაღებად ნეილონის სიმებზე მუსიკოსები წლების განმავლობაში მეცადინეობენ, რომ ისეთი ბგერა მიიღონ, როგორც წესი და რიგია. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ინსტრუმენტებს შორის.
– როგორი მელოდიაა დავით ხოსიტაშვილის ცხოვრება…12516109_1253111041384168_1104975462_n
– როგორიც არის ცხოვრება, ზუსტად ისეთივე მუსიკაა. როდესაც  კარგ გუნებაზე ხარ, შეიძლება სხვანაირი მუსიკა დაწერო, როდესაც ხარ მელანქოლიურზე, სხვანაირი და როცა გაბრაზებს, კიდევ უფრო სხვანაირი მუსიკა გამოგივიდეს. ზოგადად, ცხოვრებას როგორც ააწყობ, ისეთი მუსიკა გექნება. არის კიდევ ერთი მომენტი – არის მუსიკა, რომელიც გესმის, მაგალითად,  სხვა მუსიკოსების გავლენა, ან ბუნების ხმაური და ა.შ. არის კიდევ მეორე მუსიკა, რომელიც შინაგანი მუსიკაა. ეს შინაგანი მუსიკა, პულსაცია, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის. თუ ის შეძლებს, რომ დაიჭიროს შინაგანი პულსაცია და შინაგანი მუსიკა, ვფიქრობ, ეს უფრო გაცილებით საინტერესო აღმოჩნდება მსმენელისთვის, ვიდრე სხვა… ის პირდაპირ გადმოსცემს შენს სათქმელს, რაც გინდა რომ თქვა, რაც დაგროვილი გაქვს… მუსიკა ხომ ერთგვარი სალაპარაკო ენაა. იმისთვის, რომ შენ მსმენელს ზუსტად უთხრა, რა გინდა და რას გრძნობ, ის შინაგანი მუსიკა უნდა დაუკრა და არა ის მუსიკა, რომელიც მოსულია გარედან…
– მუსიკა მუდმივად შენს გვერდით…12498941_1253111054717500_414731308_n
– ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არის პროფესიები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით დავეუფლებოდი და სხვა პროფესიის ადამიანიც ვიქნებოდი. მაგალითად, ათწლედი რომ დავამთავრე, უცხო ენებში ჩავაბარე. ვსწავლობდი ინგლისურს, მერე სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე და იქაც ვსწავლობდი. მუსიკის პარალელურად, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. თუმცა ყველა გზა მაინც მუსიკამდე მიდიოდა, იმიტომ რომ რასაც უნდა ვაკეთებდე, ის, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს – ეს არის მუსიკა. მაგალითად, ახლა ვარ ხმის რეჟისორი, ვიწერ კლასიკურ მუსიკას, მიწევს სიმფონიური მუსიკის, ასევე ნებისმიერი სხვა კამერული თუ სოლო კლასიკური მუსიკის ჩაწერა. მაგრამ დაკვრა მაინც ჩემი პრიორიტეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროფესია.
– როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ…12476534_1253111044717501_1343721625_n
– რამდენი ადამიანიც არის, იმდენი გემოვნება არსებობს. ვფიქრობ, კარგ მუსიკაში განსხვავება არ არის,  თუ ადამიანი კარგი მელომანია და ნამდვილად კარგად ესმის მუსიკა, ნებისმიერი ჟანრის კარგ მუსიკას დიდი სიამოვნებით მოისმენს. მაგალითად მე, შემიძლია მოვისმინო კალსიკური მუსიკაც, როკიც, ელექტრონული მუსიკაც და ა.შ. ოღონდ ის მართლა ღირებული და ფასეული უნდა იყოს. არიან ადამიანები, რომლებსაც მარტო ჯაზი უყვართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კარგ ჯაზმელომანს რომ მოასმენინო მაღალი ხარისხის ძალიან კარგი ელექტრონული მუსიკა, ის აუცილებლად მოიწონებს იმასაც.
– შეიძლება ადამიანს შეხედო და მიხვდე, რომ მუსიკალურია?
– მუსიკალურს არა, ალბათ უფრო შემოქმედს, ხელოვნების მოყვარულს ვიტყოდი, ასეთს უფრო შეატყობ. შეიძლება მხატვარი იყოს, ფოტოგრაფი, მუსიკოსი ან რეჟისორი, მაგრამ ხელოვან ხალხს ყოველთვის თვალებში ეტყობათ, რომ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები არიან. მათ უფრო სხვა ცეცხლი აქვთ თვალებში და სხვანაირი ემოცია მოდის მათგან…

ნინო ჯაჯანიძე

 

12895260_1253111028050836_630948817_n

12443271_1253111048050834_908922227_n


12899908_1253120544716551_798030867_n
12884329_1253111038050835_1542834121_n

12325147_1253111034717502_2006799479_n ფოტო გოგა მამასახლისი

 12380580_1253111071384165_445381277_n ფოტო გიორგი მაჩიტიძე
12498941_1253111054717500_414731308_nფოტო ნიაზ დიასამიძე
12516109_1253111041384168_1104975462_n ფოტო ანა ზელენიკინა
12899869_1253111078050831_851062525_n ფოტო იუსტინა მიელნიკევიჩი
12476191_1253111064717499_1198164487_n ფოტო ლაშა გაბუნია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები