„რაგბი ჩვენი თამაშია“ – რატომ იკავებს მორაგბეების თავისუფალ დროს ისევ რაგბი…

„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრები 38:9 დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი გამარჯვება გულშემატკივრებით გადატვირთულ „დინამო არენაზე“ იზეიმეს. საქართველო-რუმინეთის თამაშს ახალგაზრდა მორაგბე მერაბ (ბუკა) შარიქაძე ტრავმის გამო მაყურებლის პოზიციით დაესწრო. რა განცდები ჰქონდა ბუკას და როგორ გახდა რაგბი მისი ცხოვრების მეგზური, პერსონა „კვირას“ ესაუბრა…

– სამწუხაროდ, მე არ ვთამაშობდი. ფეხი კოჭში მაქვს დაზიანებული, რომლის რეაბილიტაციაც ვერ მოვასწარი… პორტუგალიის თამაშის დროს უკვე ტრავმა მქონდა, მაინც ვითამაშე და მერე ძალიან გამირთულდა.12884373_1250787764949829_175694374_n დაახლოებით თვენახევარია ასე ვარ…
– საქართველო-რუმინეთის გამარჯვება…
– თამაში რომ ძალიან მინდოდა, ეს ადვილი მისახვედრია, თუმცა ტრიბუნაზე არა, მაგრამ შემცვლელის გვერდით ვიჯექი… როცა „დინამოს“ სტადიონზე ამდენი ხალხი მოვიდა, ძალიან ცუდი შეგრძნებაა, რომ ამ დროს შენ თამაში არ შეგიძლია… ასეთი შემთხვევა არც ყოფილა,  ამდენი გულშემატკივარი ერთად რუსეთთან თამაშის დროს თუ მინახავს. რა თქმა უნდა, სიამაყის გრძნობა მქონდა, რომ შევძელით ისტორიული ანგარიშით, 38:9 -ით მოგვეგო. აქამდე რეკორდული ანგარიში 25: 9 იყო…
– როდის შეძლებ თამაშის გაგრძელებას?12476182_1250787761616496_1915733955_n
– ექიმები მეუბნებიან, რომ დაახლოებით ორ კვირაში სრული რეაბილიტაცია მოხდება და ჩვეულებრივად გავაგრძელებ თამაშს. ახლა ისევ საფრანგეთში კლუბს ვუბრუნდები. როდესაც ნაკრების თამაში არ არის, მაშინ ნებისმიერ სხვა დროს ჩვენ კლუბში ვართ.
– რატომ დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით…
– თავიდან ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ჩემი ძმაკაცი დადიოდა რაგბიზე და მეც მომინდა. ასევე, ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობდა მოსკოვში და ისიც მორაგბე იყო. იმ პერიოდში საქართველო-ჰოლანდიის თამაში ვნახე, ჰოლანდია გავანადგურეთ, 88-ით ნული მოვიგეთ. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. 9 წლის ასაკიდან სპორტში ვარ. თავიდან ფეხბურთზე დავდიოდი, მეკარე ვიყავი. მაგრამ რაგბი უფრო მაინტერესებდა და ახლა უკვე 10 წელია აქ ვარ.
– რაგბი განსაკუთრებით ქართული თამაშია?
– ტრადიცია ნამდვილად არის. ლელოს ბურთის მიტანა… ტყუილად არ გვაქვს სლოგანი – „რაგბი ჩემი თამაშია“. ნამდვილად ასეა, გვიზის ქართულ ხასიათში, ალბათ ამიტომაა, რომ თითქმის ყველა ქართველს რაგბი განსაკუთრებით უყვარს.
– რომ არა რაგბი, ვინ იქნებოდა მერაბ შარიქაძე?12325007_1250787778283161_2140913145_n
– ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. იმდენად პატარა ასაკში შევედი სპორტზე, რომ სხვა რამეზე ნამდვილად არ მიფიქრია. მაინტერესებს ფსიქოლოგია და ბიზნესი. ამ გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებ, რომ არ გავყოლოდი სპორტს, .ალბათ რომელიმე ამ კუთხით წავიდოდი…
– ყოველდღიური ცხოვრება..
– ყოველდღიური რეჟიმი გულისხმობს დღის განმავლობაში სამნახევარი საათიდან მაქსიმუმ ხუთ საათამდე ვარჯიშს. შეიძლება აქტიური ვარჯიშის დღეები არ იყოს, მაგრამ ყოველდღიური ქვე-ვარჯიში მაინც გვიწევს. შეიძლება ფიზიკური ვარჯიში არ იყოს, მაგრამ იყოს ვიდეოანალიზი ან სხვა რამ. აქტიური ცხოვრებაა, იმიტომ რომ დილას ადრე ვდგები, სავარჯიშოდ მივდივარ. მერე ვისვენებ და შემდეგ ისევ ვაგრძელებ ვარჯიშს…
– განტვირთვა…
– განტვირთვის დროს შემეცნებით-გასართობ გადაცემებს ვნახულობ, ან სახლში, ოჯახში ვატარებ ამ თავისუფალ დროს. სისტემატურად, ერთი და იგივეს არ ვაკეთებ. გააჩნია სად ვარ. საქართველოში სხვანაირად ვერთობი, საზღვარგარეთ – სხვანაირად…
– ცდილობ, რომ ამ პერიოდში რაგბის მოწყდე?12516017_1250787771616495_78766858_n
– არ არის აუცილებელი, შეიძლება ისევ რაგბის თამაშს ვუყურო. სხვა თამაშობდეს და კარგი თამაში იყოს. ან კალათბურთი ვითამაშოთ. გამოდის, რომ მაინც აქტიურად ვარ ჩაბმული სპორტში.
– ტრავმულია?
– როგორც ნებისმიერი სხვა აქტიური სპორტი, ასევეა რაგბიც – ტრავმულია. ფეხბურთი შეიძლება ნაკლებად კონტაქტურია, მაგრამ დაზიანებები მაინც ხდება და, შესაბამისად, რაგბიც ტრავმულია. ძირითადად, მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვისთვის საშიშია, მაგრამ ასე არაა. ყველას მოვუწოდებ, რომ თუ ბავშვს უნდა, იმის გამო, რომ შეიძლება დაზიანება მიიღოს, თამაშს თავი არ უნდა აარიდონ. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი დამახინჯდება და დაილეწება. ასე არ არის, არიან მორაგბეები და მინდა აღვნიშნო – საკმაოდ სიმპათიურები. ამიტომ ამის შიში არ ჰქონდეთ…
– შენი მშობლები?…
– თავიდან ჩემი სურვილი იყო, რომ სპორტზე მევლო. მართალია მშობლები ნერვიულობდნენ, როცა მე გარეთ სიცივეში ვთამაშობდი, არაფერი გვქონდა, არც მოედანი იყო ჩვენთვის, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა, რომ ხელი შეეშალათ. პირიქით – ხელს  მიწყობდნენ. ვგრძნობდი, რეალურად ნიადაგს მიქმნიდნენ, რომ მე  კარგ საქმეს ვაკეთებდი და ეს ნამდვილად დიდი მიზეზი იყო იმის, რომ მე დღეს რაგბში ვარ…
– რა არის  საჭირო იმისთვის, რომ გახდე მორაგბე…
– შრომისმოყვარეობა და სირბილი. ფიზიკური სიძლიერე მთავარი ნამდვილად არ არის. მოედანზე შესაბამისი პოზიცია ყველანაირი ადამიანისთვის მოიძებნება. მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში გვყავს კოტე მიქაუტაძე, რომელიც არის 205 სმ და 130 კილო და ვასილ ლობჟანიძე, რომელიც არის 75 კილო და 175 სმ სიმაღლის. ორივე ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და ორივე ძალიან მაგარია თავის საქმეში. ის დიდია, კარგად ითამაშებს და ის პატარაა, ვერ შეძლებს ამას , -ნამდვილად ვერ იტყვით რაგბიში.
– ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე…12421842_1250787791616493_417060581_n
– როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთამაშობთ, ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ახალი ზელანდია იყო. ყველაზე კარგი თამაში ტონგასთან გვქონდა, იმიტომ რომ ჩემთვის ისტორიული გამარჯვება იყო. სანახაობრივი თვალსაზრისით კი, საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო  – 19 მარტის თამაში იყო. რუმინეთი ნამდვილად არ არის ტოპის სიძლიერის გუნდი, მაგრამ სანახაობრივად ნამდვილად კარგი იყო.
– გულშემატკივარი…
– გულშემატკივარი ყველაფერს ნიშნავს. მით უმეტეს, როცა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობ. რატომ ვთამაშობთ? რა თქმა უნდა, გულშემატკივრისთვის. ის, რომ არ იყოს და ამის ინტერესი არ გვქონდეს, მაშინ რა აზრი აქვს თამაშს. გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ამიტომაც ვართ მათ მიმართ ცოტა მომთხოვნები, რომ მოვიდნენ მოედანზე და სხვანაირად მიუდგნენ ამ საქმეს. აქამდე მხოლოდ რუსეთთან თამაშისას იყო ინტერესი. წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევი გახდა, რომ ინტერესი გაიზარდა, რაც ძალიან მახარებს.
– როდის ხარ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი?12498481_1250787784949827_859734595_n
–  რთულია, რომ ჩემს თავთან ამაყი ვიყო, რადგან იდეალურად ჩატარებული მატჩები ძალიან იშვიათია. ერთხელ მაინც თუ მოგივა შეცდომა, მერე უკვე ბოლომდე კმაყოფილი ვეღარ ხარ. სიამაყით იმ შემთხვევაში ვივსებით, როცა ხედავ, ხალხი ბედნიერია და უხარია საქართველოს ნაკრების წარმატება…
– რომელ ასაკამდე შეიძლება იყო მორაგბე?
– პოზიციას გააჩნია. საშუალო ასაკი არის, ალბათ, 33 წელი. თუმცა არის პოზიციები, სადაც შეგიძლია 38 წლამდე ითამაშო და არის პოზიციები, სადაც 32 წლის შემდეგ დანებებისკენ მიდიხარ. მე რას ვაპირებ, ვერ გეტყვით, როგორც ჩემი სხეული მიკარნახებს, ისე მოვიქცევი. თუ შევამჩნიე, რომ 35 წლამდე ვიქნები შესაბამის კონდიციაში, თავისთავად თამაშს გავაგრძელებ, მაგრამ თუ ვიგრძენი, რომ ვერ შევძლებ და ჩემი სხეული არ მომცემს საშუალებას, რომ ვითამაშო, შევწყვეტ თამაშს. პროფესიონალურ დონეზე აღარ ვითამაშებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაგბის საერთოდ შევეშვები. ჯერ იმდენად ახალგაზრდა ვარ, რას გავაკეთებ ამის შემდეგ, ამაზე აქტიურად ნამდვილად არ მიფიქრია. სიმართლე გითხრათ, მწვრთნელობა არ მინდა, ალბათ სხვა განხრით ვიქნები სპორტში. რაგბის სიყვარული არ მომცემს იმის საშუალებას, რომ ასე ავდგე და გავქრე სპორტის სამყაროდან…

ნინო ჯაჯანიძე

 12895371_1250787781616494_1252422592_n
11418689_1250787788283160_1015548927_n
12834799_1250787774949828_1198749554_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები