ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 13 პოლიციელი დაიღუპა

ეგვიპტის ჩრდილო აღმოსავლეთში, ქალაქ ელ-არიშში, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად 13 ეგვიპტელი პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
ერთ-ერთმა კამიკაძე ტერორისტმა გამშვებ პუნქტთან თავი აიფეთქა. მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ შეძლო დამნაშავეების დაჭერა. ხუთივე მათგანი დაკავების დროს დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ მსგავი ტერაქტების შედეგად ასეულობით პოლიციელი და უსაფრთხოების თანამშრომელია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები