პოლონეთის საბჭო ნადეჟდა სავჩენკოს დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

პოლონეთის საბჭო რუსეთში უკანონოდ დაკავებული მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლონეთის პარლამენტმა რეზოლუციაც კი გამოსცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავჩენკო პოლიტპატიმარია და რუსეთში ის 1.5 წლის მანძილზე უკანონოდ არის დაპატიმრებული.
“უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს დაკავება ადამიანის უფლებების მკაცრი უგულვებელყოფაა. პოლონეთის საბჭო უერთდება მისი განთავისუფლების შესახებ მოთხოვნას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაყოვნებლივ გაანთავისუფლონ ნადეჟდა სავჩენკო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები