ბრიუსელში დაკავებულ ტერორისტს თავის აფეთქება სურდა

რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭერილ ტერორიტს თავის აფეთქება სურდა. 27 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც ეროვნებით ფრანგია, პარიზში მომხდარი ტერაქტების მოწყობა ედება ბრალად.
ტერორისტმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ის თავის აფეთქებას გეგმავდა, თუმცა ამ დროს პოლიციამ დააკავა და ჩანაფიქრი ჩაუშალა. აბდესლამი, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. პოლიცია ვარაუდობს, რომ მას თვითმკვლელი ტერორისტების დაბინავება და მათთვის საჭირო აღჭურვილობით მომარაგება ევალებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტი თანხმაა, რომ ბრიუსელის პოლიციასთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 130 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები