დონის როსტოვის ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა იყოს

დონის როსტოვში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა იყოს, – განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ გამოძიება ტექნიკური გაუმართაობის გარდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე და ეკიპაჟის მიერ დაშვებულ შეცდომაზეც მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა დონის როსტოვში 19 მარტს მოხდა. დაიღუპა 62 ადამიანი. მათ შორის 55 მგზავრია, 7 კი ეკიპაჟის წევრი. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები