„ტარანტულის“ ნისლეულში ვარსკვლავები – მონსტრები აღმოაჩინეს
„ტარანტულის“ ნისლეულის ცენტრში, რომელიც „მაგელანის დიდი ღრუბლის“ გალაქტიკის ნაწილია, ასტრონომებმა ვარსკვლავების ნაკრები აღმოაჩინეს ნომრით: R136, აქ 100 ათასზე მეტი ვარსკვლავია. ეს, ძირითადად, ახალგაზრდა გიგანტები და სუპერგიგანტებია, რომელთა ასაკი 2 მილიონ წელს შეადგენს. ცოტა ხნის წინ ტელესკოპ „ჰაბლის“ მეშვეობით R136-ის ცენტრში 12 მასიური ვარსკვლავი დაფიქსირდა, რომელთა მასა 37-დან 76 მზის მასას შეადგენს და ერთი – მზეზე – 250-ჯერ დიდ მასას. ახლა კი „ჰაბლმა“ ნისლეულში კიდევ ცხრა ვარსკვლავი-მონსტრი აღმოაჩინა. თითოეული მათგანი მზის მასას 100-ჯერ აღემატება. ეს ცნობილთა შორის სუპერგიგანტური ვარსკვლავების ყველაზე დიდი ნაკრებია.