პროკურორი: ინგა ჩატოიანი გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში დაეხმარა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანის საქმეს განიხილავდნენ, პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ ინგა ჩატოიანი გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში დაეხმარა.
მისივე განმარტებით, საქმის გარემოებების მიხედვით, არ არსებობს ინგა ჩატოიანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების საფუძველი.
“საქმის გარემოებების მიხედვით, არ არსებობს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების საფუძველი. ინგა ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, იგი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში და აღმკვეთი ღონისძიების მიზნები მიღწეული იქნება გირაოს გამოყენების შემთხვევაში”, – განაცხადა კოტრიკაძემ.
რაც შეეხება დღეს საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებებს, როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, გამოძიება მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცული იქნეს ყველა მონაწილის ინტერესები.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებული ინგა ჩატოიანის მიმართ გირაოს – 5 ათასი ლარის ოდენობის შეფარდების შესახებ, ხოლო რაც შეეხება მეორე ბრალდებულს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, მის მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის გამართვის საკითხი განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები