სასამართლომ ინგა ჩატოიანს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგა ჩატოიანმა გამოძიებასთან ითამაშრომლა.
კუდის ყოფილ თანამშრომელს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს კი, რომლის საკითხზეც სასამართლომ დღეს ასევე იმსჯელა, სხვა საქმეზე პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები