სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე პაატა მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შაჰინ მეჰმეტ გ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შაჰინ მეჰმეტ გ-მ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო პაატა მ. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები