ინგა გრიგოლიას დაკითხვა დასრულდა – “ამ საქმის გამოძიებაში მე ვიყავი სრულიად გულწრფელი”

საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაჰკითხა. როგორც მან განაცხადა, დაკითხვის დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის ვერ გაასაჯაროვებდა. გრიგოლიას დაკითხვა დღეს 12 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოვყვები დეტალებს. მე ვარ გამოძიებისას პროკურატურის პარტნიორი. ამ საქმის გამოძიებაში მე ვიყავი სრულიად გულწრფელი და ყველა ინფორმაცია, რაც მქონდა, მივაწოდე, ასევე მივაწვდი ყველა ინფორმაციას, რაც მომავალში მექნება”, – განაცხადა გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები