ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

სამეგრელოში, ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “მეტრო+”-ის ავტობუსი სადგომზე შესვლას აპირებდა, რა დროსაც მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს და წინააღმდეგობის გაწევისთვის 4 მძღოლი დააკავეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, 4 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 -ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით არიან დაკავებულები.
(სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა)
აქციის მონაწილეები ვახტანგ კაკულიას და მის ძმას, ფოთის მერს ადანაშაულებენ კომპანიის ლობირებაში. ისინი “მეტრო პლუსის” სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ.
მძღოლების განცხადებით, კომპანიას რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები