პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა

თბილისის პროკურატურაში ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილის, ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ზურა ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა და პროკურატურის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ზედმეტი კომენტარისაგან თავი შეიკავა.
“დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა. არანაირი ზეწოლა პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან წვდომას, ვასილ ჯამალაშვილის განცხადებით, მას მსგავს კონტენტზე არანაირი წვდომა არასდროს ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები