თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც “კვირას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ორივეს სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა თემქაზე, სპორტკომპლექსში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი ფეხბურთელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოხდა.
მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები