მთავარ პროკურატურაში ზურაბ ჯამალაშვილის შვილის დაკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის შვილს, ვასილ ჯამალაშვილს ჰკითხავენ. ის ცნობილი ჰაკერია, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა გირაოთი გათავისუფლდა.
გუშინ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ვასილ ჯამალაშვილმა აღნიშნა, რომ მამასთან ხშირი ურთიერთობა არ აქვს, ხოლო რაც შეეხებოდა ფარულ ჩანაწერებს, მან განაცხადა, რომ არც მათთან და არც მათ გავრცელებასთან დაკავშირებით არანაირი საერთო არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები