ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროცესზე პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. საქმეზე პროცესი 2 საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 21 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები