ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულებისთვის დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე დაცვის მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
“სავარაუდოდ, პროკურატურა შემოდის მათთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, ხოლო ჩვენ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოვითხოვთ”, – განაცხადა ფილაურმა.
მისი თქმით, ირაკლი ფხალაძე თავს დამნაშავედ არ თვლის. გირაოს შეფარდებას მოითხოვს კიდევ ერთი დაკავებულის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები