თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო – გამშვები პუნქტის “სადახლოს” თანამშრომლებმა, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ჰუსეინ თ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდა. ის დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252/1, 252/2, 53/1-ა, ბ, ც53/1-დ-ე, 43/1, და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მექრთამეობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები