ეკა მიშველაძე პროკურატურაში იმყოფება

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ის დაკითხვაზე მის ადვოკატთან, ლევან ვეფხვაძესთან ერთად გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებაში ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიბარეს.
“რუსთავი 2”-ის ეთერში ვიყავი, როდესაც პროკურატურიდან დამიკავშირდნენ. გადაცემა “არჩევანის” დასრულების შემდეგ ვნახე სმს გზავნილი პროკურატურიდან, სადაც ეწერა, რომ სურთ ჩემთან გასაუბრება. მთხოვეს დილის 11:00 საათზე პროკურატურაში მისვლა. მე დავუკავშირდი ამ პირს და მზადყოფნა გამოვთქვი. რაც ვიცი, ყველაფერს მოვყვები, დანარჩენი გამოძიების საქმეა. პირადად მე ვიდეოკადრები და ფოტო ნანახი არ მაქვს, თუმცა პიროვნებამ, ვინც ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის “ვაიბერ” მიმოწერა წარმომიდგინა მტკიცებულების სახით, ასევე მითხრა, რომ არსებობს ვიდეო და ფოტომასალაც”, – განაცხადა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები