ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთა შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, ისინი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ.
საქმეზე დაკავებულია ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და ზურა ჯამალაშვილი. პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები