პროკურატურა: არცერთ განცხადებაში არ გვითქვამს, რომ ზურაბ ჯამალაშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფარული კადრების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჯამალაშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი არ არის, – ამის შესახებ “კვირას” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

“ჩვენ მიერ აღნიშნულ საკითხზე გავრცელებულ არცერთ განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ზურაბ ჯამალაშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია“, – განუცხადა “კვირას“ უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჯამალაშვილი და მისი ადვოკატი ირაკლი ფხალაძე პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ბრალდებით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა).
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯამალაშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯამალაშვილის ადვოკატმაც არ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები