მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ უნდა დაანებოს ადამიანმა თავი მოწევას

მედიკოსები აცხადებენ, რომ მოწევისთვის თავის დანებების ყველაზე მეტი შანსი იმ მწეველებს აქვთ, რომლებიც ამას მალევე აკეთებენ და მოწეული სიგარეტის რაოდენობას ნელ-ნელა არ ამცირებენ. ამის შესახებ ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. კვლევაში 700-მდე მოხალისე მონაწილეობდა. მათგან 39%-მა სიგარეტს თავი ვერ დაანება, ხოლო ორი ჯგუფიდან, ვინც სიგარეტს ნელ-ნელა ან მაშინვე ანებებდა თავს, შესაბამისად, 15-მა და 22%-მა დაანება მოწევას თავი. ამის შედეგად დადგინდა, რომ უეცრად სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება უფრო მარტივია.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოწევა მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ის დაღუპვის მიზეზია. ის ყოველწლიურად 5,4 მილიონ ადამიანს კლავს. ამასთანავე, ბევრი ადამიანი „მეორადი მოწევის“ შედეგების გამო, ძირითადად, ფილტვების დაავადების გამო იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები