რას აცხადებს “კვირასთან” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული ჯამალაშვილის ადვოკატი

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი არ არის. როგორც გიორგი ფოფხაძემ “კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ზურაბ ჯამალაშვილი 80 -იან წლებში სპეცრაზმში მსახურობდა.
ამასთან, როგორც “კვირას” პროკურატურაში განუცხადეს, მათ მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ არცერთ განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ზურაბ ჯამალაშვილი არის კუდი-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.
“ზურაბ ჯამალაშვილი არ არის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ის 80-იან წლებში მუშაობდა სპეცრაზმში, ამჟამად ბიზნესით არის დაკავებული, ზუსტად არ ვიცი, რისი ბიზნესი აქვს, მისი ვაჟი მუშაობდა კუდში და, როგორც ჩანს, ამან გამოიწვია გაუგებრობა“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ფოფხაძემ.
რაც შეეხება ბრალდებას, ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას საქმის მასალები მისთვის ჯერ არ გადაუცია.
„საქმის მასალებს, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით გადმომცემენ, და ამის შემდეგ შემეძლება საკითხზე უფრო ვრცლად საუბარი“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ფოფხაძემ.
მისი თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჯამალაშვილი და მისი ადვოკატი ირაკლი ფხალაძე პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები