შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე “სადახლო-საავტომობილო”, ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სომხეთის მხრიდან შემოსული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 7555,88 ლარის ღირებულების, საერთო წონით 111,76 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ავტომობილს ყაზახეთის მოქალაქე მ.ზ. მართავდა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე “სარფი”.
საქართველოს მოქალაქე ნ.რ.ო.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 101,2 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5706,68 ლარი.
ორივე შემთხვევაში, მგზავრებს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 7555,88 ლარისა და 5706,68 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები