პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ჯამალაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებენ

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკავებულია ზურაბ ჯამალაშვილი, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ, – განუცხადა “კვირას“ საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე, პროკურატურაში ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული ჯამალაშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია, ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები