არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
არსებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.
როგორც ტელეკომპანია “იმედი” იუწყება, დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან.
“ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული”, – აცხადებს “იმედი”.
როგორც “იმედი” იტყობინება, ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა ადვოკატ ფხაკაძის მეუღლე, რომელიც პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ბინიდან პირადი კომპიუტერი, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს.