პროკურატურაში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა დაჰკითხეს

პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ბერულავამ განუცხადა, გამოძიებას მან მის მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერის „სქრინშოტი“ წარუდგინა.
ბერულავამ ასევე განაცხადა, რომ პროკურატურამ მისი პირადი ლეპტოპი მხოლოდ მისი ნებართვით, და მასთან ერთად დაათვალიერა.
“ძირითადი ინფორმაცია, რაც ჩემგან მიიღო გამოძიებამ, ეს იყო ჩემ მიერ შენახული ფოტოები, ე.წ. სქრინშოტები, რომელიც გადავიღე იქამდე, სანამ წავშლიდი ვიდეოს ბმულს. ეს მქონდა შენახული ლეპტოპში. ჩემი თანდასწრებით და ჩემი თანხმობით, ლეპტოპი დაათვალიერეს, გადაიტანეს სურათები, რომელიც მათ, სავარაუდოდ, დაეხმარება იმ პირის იდენტიფიცირებაში, ვინც ეს ჩაიდინა. დაკითხვისას აღმოვაჩინეთ, რომ ის სახელი და გვარი, რომლითაც ვიდეო აიტვირთა, არის დაბლოკილი როგორც ფეისბუქზე, ისე “იუთუბზე” და ვიდეო, შესაბამისად, აღარ იხსნება”, – განაცხადა ბერულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები