თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ ზაზა ს.-ს მიმართ დაიწყო.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით 5 სხდომა ჩატარდა და 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული შეირჩა.
“ზაზა ს. – ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, აგრეთვე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით ჩატარდა 5 სხდომა და შეირჩა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომები საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ისტორიულ სხდომის დარბაზში ტარდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებმა დადეს ფიცი და შეირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები