პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც მან საგამოძიებო შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც დღეს დილით, სოციალურ ქსელში მის გვერდზე გაჩნდა. მისი თქმით, მან ეს ვიდეო წაშალა თავისი გვერდიდან, თუმცა მანამდე გადაიღო რამდენიმე ფოტო, რომელიც სამართალდამცველებსაც აჩვენა საკუთარ სახლში და წამოიღო პროკურატურაშიც იმისთვის, რომ უფრო მალე დადგინდეს ამ ვიდეოს გამავრცელებელის ვინაობა.
“დავსქრინე“ ფოტოები, რომლებიც მქონდა შენახული. ამის შემდეგ ცოტა ხანში მოვიდნენ საგამოძიებო განყოფილებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით. როცა მე ვცდილობდი, მათთვის მეჩვენებინა ის მოქმედი „ლინკი“, “იუთუბზე” აღმოვაჩინეთ, რომ ეს ქსელი იყო მთლიანად დაბლოკილი, არა მარტო ის „ლინკი“, არამედ “იუთუბზე” შესვლა” ჭირდა. პირად შეტყობინებაში იყო ამ სახის ანონსები, რომ არსებობს ვიდეოები, მათ შორის ჟურნალისტებზე და დიდად მოულოდნელი, ასე ვთქვათ, ჩემთვის არ ყოფილა, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ – მაინდამაინც ჩემი პროფილი, ეს იმით, აიხსნება, რომ იმ წუთას ალბათ აქტივობას ჩემთან წააწყდა და სადაც აქტივობა და განხილვა მიმდინარეობდა, სტატუსში დადო ეს „ლინკი”, – განაცხადა ბერულავამ.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები