ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ელისაშვილი უწყებაში მის ადვოკატთან, თამარ ავალიანთან ერთად მივიდა. დაკითხვაზე შესვლამდე მან განაცხადა, რომ ბესელია შეეცდებოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ მისთვის ჩრდილი მიეყენებინა.
“ეკა ბესელია ყველანაირ საძაგელ ხერხს მიმართავს, რომ როგორღაც მე რაღაც ჩრდილი მომაყენოს. ციხეში მყოფ გამოკეტილ ადამიანს, რომელიც აშკარად ვერაფერში ერკვევა, აწერინებ წერილს და აფრიალებ, რომ ეს თითქოს რაღაც მტკიცებულებაა, ეს არის ძალიან ცუდი ხერხებით და მეთოდებით ბრძოლა. მე მომდიოდა ათობით წერილი, რომ ბესელია კორუმპირებულია, ახლაც მომივიდა საკრებულოში ერთი წერილი და მასში ბესელიას ახსენებენ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები