ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. მას შეწყალების გახმაურებულ საქმეებზე და ასევე ეკა ბესელიას ბრალდებებზე დაკითხავენ.
ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად, მივა. ელისაშვილი პროკურატურაში 11:00 საათზეა დაბარებული.