ნინო ჯღარკავა და მაკა რაზმაძე პროკურატურაში იმყოფებიან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტები ნინო ჯღარკავა და მაკა რაზმაძე დაიბარეს. ისინი გამოძიების კითხვებს პასუხობენ.
ჟურნალისტების საგამოძიებო უწყებაში დაბარება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს ეხება.
“გუშინ დაახლოებით ორი საათი იყო თუ არ ვცდები რომელიღაც ერთ-ერთ პოსტზე თავად იმ პოლიტიკოსის სახელი და გვარით შექმნილი ექაუნთით კომენტარებში დამიდეს ეს – ეს ნახე და მე მეგონა თვითონ ის ადამიანი იყო და უბრალოდ ჩემთან კონტაქტობდა. მივწერე კიდეც ეს რა არის მეთქი და ეს მე ვარო, შემდეგ გადავედი იუთუბზე რომ ვნახე ეს კადრები იმდენად დავიბენი პირველი ორი წუთი, რომ რეაქცია არ ვიცი რა მქონოდა პირდაპირ მივუწერე და ახლაც დარჩენილი არის ჩემს კომენტარებში, რომ ეს ხომ დასჯადია რას აკეთებ მეთქი. შემდეგ პირადშიც მივწერე ამ ადამიანს, რომ რას აკეთებთ ამას როგორ ავრცელებ და პასუხი რა თქმა უნდა არ იყო. ზუსტად ორ წუთში ვთქვი, რომ ამ პროფილიდან ვრცელდება”, – განაცხადა ნინო ჯღარკავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები